Monday, March 10, 2014

8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე

8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
ქალთა საერთაშორისო დღე — აღინიშნება ყოველი წლის 8 მარტს. ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.
ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი, იყო „ტრაიენგლ შირტუეისტ“ (Triangle Shirtwaist), საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი (ნიუ-იორკი1911), რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა.


შექმნის ისტორია
 იდეა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციის მიერ დარბეული იქნა. ორი წლის შემდეგ იმავე თვეს სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.
 მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტები მოჰყვა. 1908 წლეს 15.000 ქალბატონი გამოვიდა ნიუ-იორკის ქუჩებში მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია სოციალისტ-ინტერნაციონალის მიერ. ამ ყრილობაზე დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე გავლენიანი გერმანელი სოციალისტი კლარა ცეტკინის ინიციატივით. მომავალ წელს ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაშიდანიაშიგერმანიასა და შვეიცარიაშიპირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ქალები მთელი ევროპის მასშტაბით სამშვიდობო მსვლელობას აწყობენ 1913 წლის 8 მარტს.
 1917 წლის რუსეთის რევოლუციის გამომწვევი პირველი ნაპერწკალი ქალთა საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის მიზნით გამოსული დემონსტრაციები გახდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკი ფემინისტი ალექსანდრა კოლონტაი იყოლიებს ლენინს რათა ეს დღე ოფიციალური დღესასწაული გახდეს, თუმცა 1965 წლამდე ის მაინც სამუშაო დღედ ითვლებოდა. 1965 წლის 8 მაისს სსრკ-ის უზანაესი საბჭოს პრეზიდიუმი ბრძანებულებით ქალთა საერთაშორისო დღე უქმე დღედ გამოცხადდა „საბჭოთა ქალთა კომუნისტურ აღმშენებლობაში, დიდ სამამულო ომში საბშობლოს დაცვის, ფრონტისა და უკანა ხაზებზე ჰეროიზმის, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში უდიდესი დამსახურებისთვის“.

 ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. დასავლეთში საერთაშორისო ქალთა დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღნიშნებოდა, თუმცა შემდეგ კომუნისტებთან ასოციაციის გამო მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში ფემინიზმის აღმავლობის ჟამს ეს დღე ისევ იძენს პოპულარობას. 1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა, გაერომ ოფიციალური სანქცია გასცა ქალთა საერთაშორისო დღის სპონსორობისთვის. 2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას ბრიტანეთში ქალთა საერთაშორის დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადებას. ამჟამად ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებენ. ქალთა გლობალური ასოციაციის "ავრორა" ვებგვერდზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება, რაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ლოკალური მოვლენების გლობალურად გაშუქებას უწყობს ხელს. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია უჭერს მხარს ქალთა საერთაშორისო დღეს და მისდამი ინტერესი დღითიდღე იზრდება.

 ყველას გილოცავთ 8 მარტს, ქალთა 

საერთაშორისო დღეს!!!


Monday, February 17, 2014

საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები

  1. მიწისთხილს იყენებენ დინამიტის წარმოებისათვის.
  2. ადამიანს საჭმლის გარეშე შეუძლია გაძლოს დაახლოებით 40 დღე, წყლის გარეშე 1 კვირაზე ნაკლები, ძილის გარეშე 3-4 დღე.
  3. ჩოქელა ერთადერთი მწერია, რომელსაც თავის შემოტრიალება შეუძლია.
  4. ალჟირში არის ტბა, რომელიც სავსეა მელნით.
  5. სპილო ერთადერთი ცხოველია, რომელსაც 4 მუხლი აქვს.
  6. ფუტკრების დედოფალი დღეში 1500 კვერცხს დებს.
  7. დედამიწის წონა დაახლოებით 6,588,000,000,000,000,000 ტონას შეადგენს.
  8. ზღვის ნიჟარის ყურთან მიდებისას გვესმის არა ზღვის ხმაური, არამედ საკუთარ სისხლძარღვებში მოძრავი სისხლის ხმა.
  9. ბანანის ქერქის შიგნითა (რბილი) მხარის კოღოსა და სხვა მწერების ნაკბენზე წასმა აქრობს სიმხურვალისა და ქავილის შეგრძნებას.
  10. 1898 წელს, ტიტანიკის ჩაძირვამდე 14 წლით ადრე, მორგან რობერტსონმა დაწერა წიგნი გემის შესახებ, რომელსაც "ტიტანი" ერქვა. გარდა იმისა რომ რობერტსონის "ტიტანიც" აისბერგს დაეჯახა და ცაძირა, ის ისევე როგორც ტიტანიკი იყო დაახლოებით 260 მეტრი სიგრძის. ორივე ჩაიძირა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანესი, ორივეზე იყო ცოტა რაოდენობით სამაშველო ნავი და ორივეზე 3000 ადამიანი მგზავრობდა.
იმედია მოგეწონათ!..

Thursday, February 6, 2014

მე ვიპოვე ერთი ძალიან საინტერესო ისტორია, მე მგონი თქვენც დაგაინტერესებთ!

                                                             "გაუჩინარება"
1943 წელს ა.შ.შ-ს საზღვაო ძალებმა მოინდომეს, რომ შეექმნათ საზღვაო ხომალდი,რომელიც მოწინააღმდეგეების რადარებისთვის უჩინარი იქნებოდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ხომალდი “ელდრიჯი”, რომელსაც საფუძვლად აინშტაინის გათვლები ედო, გამომცდელებმა ხომალდზე დააყენეს სპეციალური რადარები და გადაწყვიტეს, რომ გემი გაეტესტათ. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა…გემი გაქრა, ოღონდ არა მხოლოდ რადარებისთვის…. გემი საერთოდ გაქრა,უხილავი გახდა…. გარკვეული დროის შემდეგ, ელდრიჯი სხვა ადგილას იპოვეს, ნახევრად მკვდარი და ნახევრად შეშლილი ეკიპაჟით.
ეს ამბავი მაშინვე არ გახმაურდა…. და დღეს მე რომ ამ გემის შესახებ ვწერ ასტროფიზიკოსი მორის ჯესუპის დამსახურებაა. 1956 წელს მან გამოსცა ნაშრომი დროსა და სივრცეში მოგზაურობის შესახებ. სწორედ ამ ნაშრომს გამოეხმაურა კ. ალენდე, რომელიც მატკიცებდა, რომ ხომალდ “ენდრიუ ფიურესეტზე” მსახურობდა. “ენდრიუ ფიურესეტიც” ზემოთხსენებული ექსპერიმენტის მონაწილე იყო. მისი მტკიცებით, მან თავის თვალით ნახა, როგორ გაუჩინარდა “ელდრიჯი” ნისლში, მაგრამ ამის სედეგად არანაკლებ საინტერესო ამბები მოხდა. როგორც გითხარით ელდრიჯი ისევ გაჩნდა, ხოლო გადარჩენილ ეკიპაჟს უცნაური ანომალიები დაეწყოთ: ჯერ იყო და 2 მეზღვაური თავისით აალდა და 18 დღე იწვოდა, ისე რომ ვერავინ შეძლო ცეცხლის ჩაქრობა და შემდეგ ერთი მატროსი საკუთარი სახლის კედელში გაუჩინარდა, საკუთარი ოჯახის თვალწინ. ეს ყველაფერი ჯესუპიმ მოიძია და ბოლოს საკუთარი აზრი ჩამოაყალიბა ამის შესახებ: “ექსპერიმენტი ძალიან საინტერესო და იმავდროულად ძალიან საშიშია. დიდ ზეგავლენას ახდენს მონაწილე სუბიექტებზე. ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ მაგნიტური გენერატორები, რომლებიც მუშაობდნენ რეზონანსულ სიხშირეებზე და ქმნიდნენ საშინელ ველს ხომალდის გარშემო. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი განზომილებიდან დროებითი ამოვარდნა და შეიძლება შეფასდეს როგორც სივრცითი გარღვევა, თუ პროცესი კონტროლს დაექვემდებარება.” მაგრამ თუკი ამ ამბის გამოძიება საჭირო იყო, განა თავის დროზე არ გამოიძიებდნენ? ამას ვერ მიხვდა ჯესუპი, რომელმაც როგორც ჩანს საკმაოდ ბევრი რამ შეიტყო ამ ექსპერიმენტის შესახებ და დაისაჯა კიდეც… იგი მოკლული იპოვეს. სამხედრო საზღვაო ძალები კატეგორიულად უარყოფდა ამ ექსპერიმენტის ჩატარებას, მაგრამ დროთა განმავლობაში მოწმეები გამოჩნდნენ, რომლებსაც ნანახი ჰყავდათ ეს გემი, ასევე ცნობილი გახდა აინშტაინის მიერ შესრულებული გამოთვლების შავი ჩანაწერები, საგაზეთო სტატიები სადაც აღწერილი იყო, როგორ გადნა ეკიპაჟის ორი გადარჩენილი წევრი ყველას თვალწინ.

ეს ამბავი დღესაც არ არის ბოლომდე გახსნილი და დღესაც უდიდეს ინტერესს იწვევს. ამერიკელი ინჟინერ-ელექტრიკოსი ადამ სკილინგი ყვება: “1990 წელს ჩემმა ფლორიდელმა მეგობარმა მარგარეტ სენდისმა მე და ჩვენი საერთო მეგობრები დაგვპატიჟა ექიმ კარლ ლაისლერთან, რათა განგვეხილა ექსპერიმენტის ზოგიერთი დეტალი. ლაისლერი ფიზიკოსია, რომელიც მუშაობდა 1943 წელს აღნიშნულ პროექტზე. მისი თქმით, გემზე დაყენებული გენერატორები იმ რაოდენობის ენერგიით იკვებებოდა, რაც საშუალო ზომის ქალაქის განათებას სავსებით ეყოფოდა. ექსპერიმენტის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველს უნდა შეესრულებინა ეკრანის ფუნქცია რადარის ტალღებისთვის. ლაისლერი ნაპირზე იმყოფებოდა და აკონტროლებდა ექსპერიმენტის მსვლელობას. როცა მაგნერტონი ამუშავდა, ხომალდი გაქრა. გარკვეული დროის შემდეგ ისევ გაჩნდა, მაგრამ ეკიპაჟის დიდი ნაწილი გარდაცვლილი იყო. ზოგიერთი გვამი გარდაიქმნა იმ ტიპის მეტალად, რომლისგანაც ხომალდი იყო დამზადებული. ამბის მოყოლისას იგრძნობოდა, რომ დაინვალიდებული ლაისერი ამ დრომდე გრძნობდა სინდისის ქენჯნას გარდაცვლილ მეზღვაურთა გამო. ლაისერი და ექსპერიმენტის მონაწილე მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ მათ გაგზავნეს ხომალდი სხვა დროში. ამ დროს ხომალდი დაიშალა მოლეკულებად და როცა დაიწყო უკუპროცესი, ადამიანის ორგანული მოლეკულების ნაწილი შეიცვალა მეტალის ატომებით.”


Wednesday, January 29, 2014


                                                                    კურდღლები
კურდღლისებრნი ძუძუმწოვრების  ოჯახი კურდღლისნაირების რიგისა. სხეულის სიგრძეა 30-60 ამ, აქვთ ბოლოწაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა მადაგასკარისა, სამხრეთ ამერიკისა, სამხრეთ ოლქებისა და ანტარქტიდისა. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით.

ოჯახში 8 გვარია. ყოფილ სსრკ-ში ბინადრობდა 5 სახეობის კურდღლისებრნი: ბოცვერი, მანჯურიული კურდღელითეთრი კურდღელირუხი კურდღელიკურდღელი-ტოლაისაქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა (რუხი კურდღელი). აკლიმატიზებული არიან ავსტრალიასა და მრავალ კუნძულზე. კურდღლისებრთა მრავალი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული ნადირობის ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს.

Monday, January 27, 2014


 გამარჯობა! მე ვარ ნინო მამუკაშვილი. მე ძალიან მიყვარს კუდღლები ამიტომ შევქმენი ბლოგი მათ შესახებ. მე ყოველდღე დავდებ ინფორმაციას და ფოტოებს ამ საყვარელი არსებების შესახებ!












Wednesday, January 22, 2014

                                                      ახალი წელი საქართველოში


ახალი წლის ტრადიცია ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხავადსხვანაირია. ქართული ტრადიციის მიხედვით, თოვლის ბაბუა თეთრ ჩოხაში გამოწყობილი წვერ-ულვაშიანი მომღიმარი კეთილი მოხუცია, რომელსაც ხურჯინი აქვს მხარზე გადაკიდებული და ბავშვებს საჩუქრებს ჩუქნის.
საქართველოში ახალ წელი თოვლის ბაბუასთან ერთად მეკვლესთანაც ასოცირდება. ტრადიციის მიხედვით, მეკვლეებს დიდი მოწიწებით ირჩევენ. იგი პირველია ვინც ახალი წლის ღამეს შედის ოჯახში და ხვავსა და ბარაქას უსურვებს მათ.
ახალი წლის თარიღს საქართველოში ხშირად ცვლიდნენ. მეშვიდე საუკუნემდე ახალ წელს აგვისტოში აღნიშნავდნენ, მეშვიდე საუკუნიდან მეცხრე საუკუნის დამდეგამდე - სექტემბერში, შემდგომ კი ახალი წელი მარტში გადაიტანეს. მარტში ახალი წლის აღნიშვნა გამართლებულიც იყო. რაღა მაინც და მაინც შუა ზამთარში? წელიწადი ხომ გაზაფხულით იწყება?!