Wednesday, January 29, 2014


                                                                    კურდღლები
კურდღლისებრნი ძუძუმწოვრების  ოჯახი კურდღლისნაირების რიგისა. სხეულის სიგრძეა 30-60 ამ, აქვთ ბოლოწაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა მადაგასკარისა, სამხრეთ ამერიკისა, სამხრეთ ოლქებისა და ანტარქტიდისა. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით.

ოჯახში 8 გვარია. ყოფილ სსრკ-ში ბინადრობდა 5 სახეობის კურდღლისებრნი: ბოცვერი, მანჯურიული კურდღელითეთრი კურდღელირუხი კურდღელიკურდღელი-ტოლაისაქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა (რუხი კურდღელი). აკლიმატიზებული არიან ავსტრალიასა და მრავალ კუნძულზე. კურდღლისებრთა მრავალი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული ნადირობის ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს.


კურდღლის ნაშიერს ბაჭია ჰქვია.წელიწადში 4-ჯერ შობენ 2-8 (15-მდე) ნაშიერს, რომელთა უმეტესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული და სიარულიც შეუძლია.


1 comment:

  1. კარგი გოგო ხარ. ოღონდ ტექსტი გაასწორე :)

    ReplyDelete